ყველაფერი ძალიან მარტივი პრობლემით დაიწყო.
მინდოდა რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად განვითარება.
მინდოდა უფრო პროდუქტიულად მემუშავა.
მეტი მეკითხა.
ვარჯიში არ გადამედო.
უფრო კარგად დამეგეგმა ჩემი დღეები, მიმეცა სტრუქტურა და რაც მთავარია, მინდოდა დამენახა, რეალურად მივდიოდი თუ არა წინ.
ყოველდღიურობაში ეს ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან მეგონა.
ხშირად ვიწყებდი მოტივაციით. ვწერდი გეგმას, ვცდილობდი რეჟიმის აწყობას. რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი ერთი გადატვირთული დღე საკმარისი იყო, რომ რიტმი დამეკარგა.
ყველაზე რთული ის არ იყო, რომ რაღაც ვერ შევასრულე, ყველაზე რთული იყო ის შეგრძნება, რომ თითქოს ვერ ვხედავდი საკუთარ პროგრესს.
დღის ბოლოს შეიძლებოდა ბევრი რამ გამეკეთებინა, მაგრამ მაინც მეგრძნო რომ საკმარისი არ იყო, თითქოს ყურადღება ყოველთვის იმაზე გადადიოდა, რაც ვერ მოვასწარი და არა იმაზე, თუ რაც უკვე გავაკეთე.
მივხვდი, რომ ბევრ აპლიკაციას ერთი საერთო მიდგომა აქვს: ისინი მუდმივად გახსენებენ, რა არ გააკეთე:
არ შეასრულე ჩვევა.
გამოტოვე დღე.
ვერ მიაღწიე მიზანს.
დაგიგროვდა დავალებები.
მაგრამ მე სხვა რამ მინდოდა.
მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც ადამიანს არ აკრიტიკებს.
აპლიკაცია, რომელიც არ გაგრძნობინებდა, რომ ყოველი გამოტოვებული დღე მარცხია.
პირიქით — გაჩვენებდა იმას, რაც უკვე გააკეთე:
რამდენი წუთი გაატარე კონცენტრაციით.
რამდენი დღე შეინარჩუნე რიტმი.
რამდენი პატარა ნაბიჯი გადადგი საკუთარი მიზნებისკენ.
რამდენჯერ აირჩიე მოქმედება მაშინაც კი, როცა მოტივაცია არ გქონდა.
სწორედ ამ ფიქრიდან დაიბადა Ritualis.
Ritualis არ არის მხოლოდ ჩვევების აპლიკაცია.
ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება ყოველდღიური მცირე მოქმედებები ხილულ პროგრესად აქციო.
როდესაც დიდ მიზანს უყურებ, ის ხშირად ძალიან შორეული და რთული გეჩვენება, მაგრამ როდესაც მას ყოველდღიურ პატარა ნაბიჯებად ყოფ, ყველაფერი უფრო რეალური ხდება:
ათი წუთი კითხვა.
ოცდაათი წუთი კონცენტრირებული მუშაობა.
ვარჯიში.
გასეირნება.
ჯანსაღი კვება.
ერთი დასრულებული დავალება.
ერთი დღე, როცა საკუთარ თავს დაპირება შეუსრულე.
ამ ყველაფერს შეიძლება პატარა მნიშვნელობა ჰქონდეს ცალკე აღებულს, მაგრამ დროთა განმავლობაში სწორედ ეს პატარა მოქმედებები ქმნის დიდ ცვლილებას.
Ritualis-ის შექმნისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აპლიკაცია არ ყოფილიყო ზედმეტად მკაცრი.
ყველას გვაქვს განსხვავებული დღე.
ზოგჯერ დილაა პროდუქტიული.
ზოგჯერ საღამო.
ზოგჯერ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როდის გააკეთებ რაღაცას — მთავარია, გააკეთო.
მინდოდა Ritualis ადამიანს მორგებოდა და არა ადამიანი — აპლიკაციას.
რადგან პროგრესი არ არის იდეალური გრაფიკი.
პროგრესი არის რეგულარული მცირე ნაბიჯების ერთობლიობა დროში.
მე Ritualis იმიტომ შევქმენი, რომ თავადაც მჭირდებოდა ასეთი სივრცე.
აპლიკაცია, რომელიც მაჩვენებდა არა მხოლოდ იმას, რაც ვერ გავაკეთე, არამედ იმასაც, თუ რამდენი გავაკეთე უკვე.
რადგან საბოლოოდ მოტივაცია ყოველთვის წნეხიდან არ მოდის.
ის მოდის მაშინ, როცა ხედავ შენი ძალისხმევის შედეგს.
დიდი ცვლილებები ხშირად არა ერთ დიდ ნაბიჯშია, არამედ იმ მცირე მოქმედებებში, რომლებსაც ყოველდღე თანმიმდევრულად იმეორებ.
